ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

31.07.24 15:37
ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო - მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე დღეს სამგორის მოსახლეობას შეხვდა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, მსჯელობის მთავარი თემა მოახლოებული არჩევნები და ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემები იყო. 

დავიწყეთ მთელი თბილისის მასშტაბით ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრები, შევხვდებით ყველას, მივალთ ყველგან. წარმოუდგენელია ის პრობლემები, რასაც ამ ადამიანებისგან ვისმენთ, მაგრამ ასევე წარმოუდგენელია ის მუხტი, რაც მათგან მოდის და აუცილებლად, სწორედ ამ ერთიანობით, ჩვენ ყველა ერთად 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და დასრულდება  ამ ადამიანების ეს წარმოუდგენელი პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც, ქართულმა ოცნებამ ისინი დააყენა. ახლა ვიმყოფებით მოსკოვის გამზირზე და შევხვდით უამრავ ჩვენს მოქალაქეს . ,,კარდაკარი“ გაგრძელდება, გაგრძელდება ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრა, მოვისმენთ მათ პრობლემებს და ჩვენ ყველა ერთად დავასრულებთ ამ პრობლემებს და ერთად გავიმარჯვებთ, ერთად ვიზეიმებთ 27 ოქტომბერს გამარჯვებას და ერთად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს ევროპულ გზაზე", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები