მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება - ბოკუჩავა
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 2024 წლის არჩევნები არის საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის გადარჩენის ერთადერთი გზა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის გადარჩენის ერთადერთი გზა, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და პარტნიორობით იმისთვის, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის არჩევანი იყოს დაცული და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს. ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენის ერთადერთი გზა.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.