ირანში ვიზიტით დასავლეთს ვეუბნებით, რომ თქვენი ადგილი საქართველოში არ არის - კალანდაძე

31.07.24 17:03
ირანში ვიზიტით დასავლეთს ვეუბნებით, რომ თქვენი ადგილი საქართველოში არ არის - კალანდაძე

პრემიერის ვიზიტი ირანში - "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი, ნინო კალანდაძე ირაკლი კობახიძეს რუსეთის დავალების შესრულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "დღევანდელ რეალობაში არანაირი საჭიროება არ არსებობს იმისა, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებთან შეხვედრა ჰქონდეთ".

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი "პირველებთან" აცხადებს, რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერის ირანში ვიზიტით "ოცნებამ" სტრატეგიულ პარტნიორებს უთხრა, რომ მათი ადგილი საქართველოში არ არის.

"კობახიძე თანამშრომლობს რუსეთთან ამიტომ აქ არანაირ თავმოყვარეობაზე და უხერხულობაზე ლაპარაკი არ არის" - ამბობს ნინო კალანდაძე და იქვე ამატებს, რომ საქართველოს პრემიერს დისკომფორტს არაფერი უქმნის. 

არანაირი საჭიროება დღეს არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ირანში იაროს. ამის საჭიროება არ არსებობს. ეს არანაირი განაცხადი არ არის გარდა იმისა, რომ ჩვენ დასავლეთს ვეუბნებით, რომ თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები არიან დიქტატორები, არადემოკრატიული სახელმწიფოები. კობახიძეს არაფერი არ უქმნის დისკომფორტს. მათ ეს ზღვარი გადალახული აქვთ. ისინი თავად წარმოადგენენ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომელიც არის რუსეთი. რუსეთი არის ჩამოყალიბებული ტერორისტული სახელმწიფო. რუსეთი არის გამოკვეთილი მტერი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული სახელმწიფოსი. კობახიძე თანამშრომლობს რუსეთთან და კობახიძე ასრულებს რუსეთის დავალებას, ამიტომ აქ არანაირ თავმოყვარეობაზე და უხერხულობაზე ლაპარაკი არ არის", - ამბობს ნინო კალანდაძე.

ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ ირაკლი კობახიძე ირანში ჩავიდა. ჯერ იყო 23 მაისის საეჭვო ვიზიტი ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის დღეს, ახლა კი საქართველოს პრემიერი ქვეყნის ახალი მეთაურის ინაუგურაციას ესწრება. კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები