სკანდალი ოზურგეთის მერიაში - EU-დან მიღებული გრანტით რეაბილიტირებულ კულუტურული მემკვიდრეობის შენობას ხელმეორედ არემონტებენ

31.07.24 17:30
სკანდალი ოზურგეთის მერიაში - EU-დან მიღებული გრანტით რეაბილიტირებულ კულუტურული მემკვიდრეობის შენობას ხელმეორედ არემონტებენ

„ქართულმა ოცნებამ„ ოზურგეთში საბავშვო ბაღი გაარემონტა და ახლა აღმოაჩინეს, რომ შენობა სტატუსს დღე-დღეზე ელოდებოდა. არადა, ოზურგეთის მერის გადაწვეტილებით, რებილიტაცია შენობაში ევროკაშირის მიერ გამოყოფილი ფულით ჩატარდა.

მერი ავთანდილ თალკვაძე საჯაროდ ამაყობდა, რომ ოზურგეთელ ბავშვებს განახლებული ბაღი და კომფორტული შენობა აუშენა, თუმცა "ოცნების" პიარკამპანია მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც „პირველებმა“ დაადგინა, რომ ახალ გარემონტებული შენობის სახურავი იშლება, სამუშოები თავიდან დაიწყეს და თან, ობიექტი კლუტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

ადგილზე მომუშავე მუშები "პირველებს" უდასტურებენ, რომ საბავშო ბაღის ხელახალი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რადგან, როგორც ირკვევა, შენობის კედლები დაზიანებულია. 

შიდა რეკონსტრუქცია ხდება, გამაგრება ხდება, კედლებია დაზიანებული. კულტურულ მემკვიდრეობას არანაირად არ შევხებივართ, დანარჩენს ყველაფერს პროექტის შესაბამისად შევასრულებთ, - ამბობენ მუშები.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი "პირველებს" პირდაპირ ეუბნება, რომ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ნამდვილად აქვს.

აღნიშნულ საკითხზე დასმულმა კითხვებმა ოზურგეთის მერი წყობიდან გამოიყვანა.

რემონტი იყო დაგეგმილი შემდგომში და ხდება გამაგრება. ფასადი არ ჩამოშლილა, იტყუებით, ჩამოხსნეს იმიტომ, რომ სჭირდება გამაგრება. ურბანული გავითარების ნაწილში ჩვენ გავაკეთეთ ფასადი. ახლა, როდესაც შიგნით რემონტი დაიწყო, შენობა მაგრდება, ფასადი მოიხსნა და ისევ დამაგრდება. სულ შეიძლება რომ იტყუებოდეთ?, - ამბობს ავტანდილ თალაკვაძე. 

 ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ აღნიშნული შენობის დემონტაჟი დაუშვებელია და ამაზე სრული პასუხისმგებლობა თვითმმართელობას ეკისრება. 

საბავშვო ბაღი არის ძალიან საინტერესო მემკვიდრეობა თვითონ ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარების. პასუხისმგბელობა მთლიანად მოდის თვითმმართელობაზე, რომელმაც ვერ შემაჩნია ამ შენობის ღირებულება. ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამის ინდეტიფიცირება, იმიტომ, რომ ის არის არაჩვეულებრივი მხატვრული ღირებულების. იმ შემთხვევაშ თუ არის შენობის სრული დემონტაჟი გათვალისწინებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება პოტენციური ძეგლის დემონტაჟი, რაც არ არის სწორი, - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი თათია ღვინჯილია.

ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. 

7 თვის წინ მილიონები დაიხარჯა აქაორობის ფასადის გარემონტებაზე, რომელიც ჩამოხსნეს 7 თვის შემდეგ და თურმე აღმოჩნდა, რომ მთლიანად შენობაა გასარემონტებელი და გასამაგრებელი. ამ დროს საქმე გვაქვს ისტორიულ შენობასთან, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ყურადღება არ მიაქციეს ამ ადამიანებმა, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები