ვენესუელის არჩევნებთან დაკავშირებით EU-ს ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო

31.07.24 17:29
ვენესუელის არჩევნებთან დაკავშირებით EU-ს ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო

ვენესუელის არჩევნებთან დაკავშირებით EU-ს ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.

გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვენესუალაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გავრცელება და  ხმების დათვლასა და არჩევნების შედეგთან დაკავშირებით შშფოთების ოფიციალურად გამოხატვა სურდათ.

ვეტოს დადების შემდეგ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

"უკვე გამოცხადებული შედეგების აღიარებუა შეუძლებელია" - აცხადებს ბორელი. 

"შედეგები, რომელიც ოპოზიციამ საზოგადოებას მიაწოდა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებულია. სანამ არჩევნების მონაცემები არ გასაჯაროვდება და არ გადამოწმდება, არჩევნების უკვე გამოცხადებული შედეგების აღიარებუა შეუძლებელია". - აღნიშნავს ბორელი.

უნგრეთის მთავრობას, ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი ვეტოს დადების შესახებ. 

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო  საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვებულად 28 ივლისს გამოცხადა. მან არჩევნებში  ხმების 51 % მოიპოვა, მისმა ოპონენტმა კი 44%. მთავრობას, გაუჭირდა აეხსნა, თუ როგორ დაითვალა შედეგები. 

 

მსგავსი სიახლეები