"პერსონალური სანქციები ივანიშვილს და მის გარემოცვას" - ამერიკის მთავრობა ახალ ფინანსურ სანქციებს აანონსებს
ამერიკიდან 95 მილიონი დოლარის დახმარება გაიყინა - ასე გასცა პასუხი შტატების სახელმწიფო მდივანმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს და დეზინფორმაციის კამპანიას.
გაჩერებულია ფული, რითაც სარგებელს საქართველოს მთავრობა იღებდა.
ეს ყველაფერი არ არის - დაანონსებულია ახალი და უფრო მკაცრი სანქციები. შტატები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდას ჭირდება.
ჯიმ ობრაიანმა სენატორებს უთხრა, რომ ყველაფერი ახლა იწყება და თეთრი სახლი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ნაბიჯებისთვის ემზადება. შეზღუდვა არ იქნება მხოლოდ მოგზაურობაზე, იგეგმება ფინანსური სანქციების ამოქმედებაც ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული.