"ევრორემონტი" ისტორიულ შენობაში - ოზურგეთის მერია სკანდალში ეხვევა

31.07.24 20:27
 "ევრორემონტი" ისტორიულ შენობაში - ოზურგეთის მერია სკანდალში ეხვევა

ევრორემონტი  ისტორიულ შენობაში, რომელსაც დღე-დღეზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ოზურგეთის მერია დიდ შარში ეხვევა.  შვიდი თვის წინ  საბავშვო ბაღის შენობაში  ევრორემონტი ევროკავშირის დაფინანსებით ჩაატარეს, პოლიტიკური ქულებიც დაიწერეს,  ახლა კი რაც გააკეთეს შლიან და ცდილობენ შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნონ. 

განგაშის სიგნალი სავარაუდოდ დონორებმა ჩართეს, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მათ მიერ ჩარიცხული ფული  ისეთი შენობის ევრორემონტზე დაიხარჯა, რომელზე ხელის დაკარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ პასუხისმგებელ არცერთ პირს არ უფიქრია გაერკვია,სად იწყებდნენ რემონტს. ამ ამბის  გასაჯაროების შემდეგ  კი მერია პანიკამ მოიცვა.

გაბრაზებული მერი  თალაკვაძე პირველების გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა.

"ევრორემონტი" ისტორიულ შენობაში - ანა მდივანი დეტალებით

მსგავსი სიახლეები