დაუმორჩილებლობა გამოცხადებულია - "ოცნების" რუსულ კანონს არასამთავრობო სექტორი არ აღიარებს
დაუმორჩილებლობა გამოცხადებულია - "ქართული ოცნების" რუსულ კანონს არასამთავრობო სექტორი არ აღიარებს.
ანტიდემოკრატიული კანონი დღეიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა, მაგრამ ე.წ. აგენტების რეესტრი ცარიელია, რადგან "გავლენის აგენტად" რეგისტრაციას არც ერთი ორგანიზაცია არ აპირებს.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ალექსანდრე ბარამიძე "პირველებთან" ამბობს, რუსული კანონი ხელისუფლებას უკონტროლო ძალაუფლებას ანიჭებს.
მესამე სექტორის წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ მიუხედავად კანონის ამოქმედებისა, არჩევნებამდე ორგანიზაციები საკუთარი კომპეტენციის განხორციელებას მაინც შეძლებენ.
ეს კანონი ანიჭებს ხელისუფლებას, სრულ უკონტროლო ძალაუფლებას, რაც უნდა ის გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოებს, ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის მიმართ. აქ იგულისხმება ჯარიმები, იგულისხმება იძულებითი რეგისტრაცია, ამ ჯარიმების იძულებით აღსრულება, მათ შორის შესაძლოა, ოფისების, საოფისე ტექნიკის და სხვა საკუთრების, ქონების დაყადაღება. ამ ყველაფრის გაკეთების უფლება, მათ აქვთ, რამდენად შორს წავლენ ამ კანონის აღსრულებაში ამას ვნახავთ, თუმცა ჩვენ გვაქვს, რომ არჩევნებამდე პერიოდში მაინც შევძლებთ, განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა სრული მასშტაბით თუ არა უმეტესწილად მაინც“.- განცახადა ალექსანდრე ბარამიძემ.