"ოცნება" ემიგრანტებს ისევ ბლოკავს - დამატებითი უბნების გახსნაზე ხელისუფლება უარს ამბობს

01.08.24 12:22
"ოცნება" ემიგრანტებს ისევ ბლოკავს - დამატებითი უბნების გახსნაზე ხელისუფლება უარს ამბობს

"ქართული ოცნება" ემიგრანტებს ისევ ბლოკავს - დამატებითი უბნების გახსნაზე ხელისუფლება უარს ამბობს, საკონსულო აღრიცხვაზე კი მხოლოდ ემიგრანტების მინიმალური რაოდენობაა რეგისტრირებული. 

საგარეო საქმეთა სამინისტროდან "ევროპული საქართველოს" მიერ გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, საკონსულო აღრიცხვაზე, მხოლოდ და მხოლოდ, 64 448 ადამიანია რეგისტრირებული.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ქვეყნების მიხედვით 15 ივლისის მონაცემები კიდევ უფრო საგანგაშოდ გამოიყურება. კერძოდ, შტატებში საკონსულო აღრიცხვაზე 5 891 ადამიანი, იტალიაში 884 პირი, ხოლო პოლონეთში 612 ადამიანია რეგისტრირებული. 

"ევროპულმა საქართველომ" უწყებათაშორის კომისიაზე საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოითხოვა ინფორმაცია 2024 წლის 15 ივლისის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე, ანუ, ვინც დგას საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს მოქალაქეების ციფრი. ციფრი არის საგანგაშო გამომდინარე იქიდან, რომ ეს ციფრი არის 64 448, და თუ გავითვალისწინებთ იმას, საქართველოს რამდენი მოქალაქეა ემიგრაციაში, ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი", - ამბობს ბესიკ დონაძე.

მსგავსი სიახლეები