კითხვას გისვამ ირაკლი, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო? - ვაშაძე პრემიერს მიმართავს

01.08.24 12:48
კითხვას გისვამ ირაკლი, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო? - ვაშაძე პრემიერს მიმართავს

გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს - პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერი საგანგებო ბრიფინგიდან ირაკლი კობახიძეს ეკითხება, აპირებს თუ არა ქართველი ხალხისთვის ბოდიშის მოხდას იმ ზიანის გამო, რაც "ოცნებამ" საქართველოს რუსული კანონის ამოქმედებით მოუტანა. 

"თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის" - ამბობს ვაშაძე და იქვე დასძენს, რომ ქვეყანას "რუსული კანონი უფრო და უფრო ძვირი უჯდება".

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პრემიერის ირანში ვიზიტსაც აფასებს და აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა "ანტიქართული" და "ანტიეროვნული" ნაბიჯია. 

ირაკლი კობახიხე, მინდა პირადად მოგმართო. თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის.
რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს.

ერთი დღის მანძილზე თქვენ ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი ჩამოართვით “ჰესბოლას” და “ჰამასის” ლიდერებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს  ცნობენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

მე კითხვას გისვამ ირაკლი, აპირებ თუ არა, რომ ამ ყველაფრის გამო ბოდიში  მოუხადო ქართველ ხალხს?

ერთი ხელით დაბლოკე 95 მილიონი დოლარი, მეორე ხელი ჩამოართვი საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის არამღიარებელ ორ კონკრეტულ ორგანიზაციის “ჰესბოლას” და “ჰამასის” ლიდერს, რომლებიც აღიარებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებად.

არის თუ არა ეს ანტიქართული ქმედება და აპირებ თუ არა, ბოდიში მოუხადო ამის გამო ქართველ ხალხს?

კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება.
კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი, თქვენი ამ ანტიქართული ქმედების გამო?!

95 მილიონი დოლარით მაგალითად 10%-ით შეიძლებოდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდა. ან შეძლებოდა საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის.

არის თუ არა ზიანი ჩვენთვის? 

და ეს გზა ხომ საქართველოს გაკოტრების, გაბანკროტებისკენ მიჰყავს.

აპირებ თუ არა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბოდიში მოუხადო ქართველს ხალხს, რომ თქვენ ხელი ჩამოართვით იმ ადამიანებს, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

არის თუ არა ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანტიეროვნული ნაბიჯი? - განაცხადა ვაშაძემ.
 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი. 

ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.

ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

მსგავსი სიახლეები