"ოცნებამ" ერთი ხელის მოსმის გაანადგურა 30-წლიანი ისტორია - ბესელია შტატების დახმარების გაყინვაზე

01.08.24 13:45
"ოცნებამ" ერთი ხელის მოსმის გაანადგურა 30-წლიანი ისტორია - ბესელია შტატების დახმარების გაყინვაზე

"ქართულმა ოცნება" ერთი ხელის მოსმის გაანადგურა 30-წლიანი ისტორია" - ასე ეხმაურება ეკა ბესელია აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონიანი დოლარის დახმარების შეჩერების ფაქტს. 

მისი თქმით, შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სახიფათოა, რადგან ქვეყანა რუსეთის პირისპირ მარტო რჩება.

არაერთი პროექტი შეჩერდა, ეს არის ძალიან დიდი დახმარება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო იღებდა სტრატეგიული  პარტნიორის მხრიდან და ამას მოჰყვა ახლა სანქციების ახალი პაკეტის  დაანონსება. ეს ძალიან მარტივად ნიშნავს იმას,  რომ ის ვინც ქვეყნის მეგობარი იყო და 30 წლის განმავლობაში  და იქნებოდა,  ერთი ხელის მოსმით უბრალოდ, გაანადგურა მთელი ეს ისტორია ,,ქართულმა ოცნებამ“ ეს სახიფათოა, იმიტომ რომ საქართველო რჩება პირისპირ ოკუპანტ ქვეყანასთან- განაცხადა ეკა ბესელიამ 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი. 

ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.

ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

მსგავსი სიახლეები