"პროტოკოლურად არის გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ" - დავითაშვილი კობახიძის ირანში ვიზიტზე

01.08.24 14:27
"პროტოკოლურად არის გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ" - დავითაშვილი კობახიძის ირანში ვიზიტზე

"პროტოკოლურად არის გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ - პრემიერი მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც მონაწილეობდა ყველა მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაური" - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტს. 

ვიცე-პრემიერი ამტკიცებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს და მოცემულ თემასთან დაკავშირებით გამოთქმული ყველანაირი სხვა აზრი სპეკულაციაა. 

ამაზე პრემიერმა ამომწურავი კომენტარი გააკეთა. ხშირად რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, პროტოკოლურად არის გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ, მათ შორის ყველაზე დიდი ვალდებულებები მთავრობის მეთაურს აქვს. ის მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც მონაწილეობდა ყველა მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაური. ეს არის მხოლოდ ამ კონტექსტში დასანახი, სხვა ყველაფერი ამის მიღმა არის სპეკულაცია. ჩვენი პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით არის მკაფიო და ღია. იცით ჩვენი დამოკიდებულებები და პარტნიორობა ჩვენს მნიშვნელოვან საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. საქართველოს საკუთარი საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს, ეს არის მკაფიო და ამ კუთხით სხვა ყველაფერი არის სპეკულაცია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები