ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის ძირგამომთხრელ, მიზანმიმართულ მავნებლურ საქმიანობას ქართულ-დასავლური, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ, რეაგირების გარეშე არ ტოვებს ვაშინგტონი - არმაზ ახვლედიანი
ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის ძირგამომთხრელ, მიზანმიმართულ მავნებლურ საქმიანობას ქართულ-დასავლური, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ, რეაგირების გარეშე არ ტოვებს ვაშინგტონი. 26 ოქტომბერს ივანიშვილი ჩამოშორდება მმართველობას და ქართველი ხალხი დაასრულებს ავტორიტარიზმის ეპოქას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არმაზ ახვლედიანმა აშშ-ის მიერ 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, „შეუთავსებელია ივანიშვილის ლტოლვა და ჟინი, შეინარჩუნოს ხელისუფლება“.
„ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის ძირგამომთხრელი, მიზანმიმართული მავნებლური საქმიანობა ქართულ-დასავლური, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების უკიდურესად დასაზიანებლად, რა თქმა უნდა, მომავალშიც არ დარჩება რეაგირების გარეშე ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ შეუთავსებელია ივანიშვილის ლტოლვა და ჟინი, შეინარჩუნოს ხელისუფლება, კორუფციული სქემები, ყვლიფოს ქვეყანა, გაანადგუროს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები. შესაბამისად, ივანიშვილი სწორედ ამ ზეწოლის და რაც მთავარია, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილის ფონზე, 26 ოქტომბერს ჩამოშორდება მმართველობას და ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ავტორიტარიზმის ეპოქას საქართველოში“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.