თავდაცვის სამინისტროდან გაშვებულმა მსროლელმა ქალმა უწყებას სამართლებრივი დავა მოუგო

01.08.24 17:59
თავდაცვის სამინისტროდან გაშვებულმა მსროლელმა ქალმა უწყებას სამართლებრივი დავა მოუგო

თავდაცვის სამინისტროდან გაშვებულმა მსროლელმა ქალმა უწყებას სამართლებრივი დავა მოუგო.  27 წლის მსროლელი, თამუნა პეტუაშვილი საზოგადოებამ "შაბათის ეთერში" გასული სიუჟეტიდან გაიცნო. ქალი ამტკიცებდა, რომ მესამე  ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ჯარიდან გამოგონილი ბრალდებით, მხოლოდ იმის გამო გაუშვეს, რომ თითქოს იარაღი არ გაწმინდა.

თამუნა პეტუაშვილმა გადაწყვეტილება "შაბათის ეთერს" უთხრა, რომ მას შემდეგ რაც უსაფუძვლოდ გამოწერილი საყვედური  გააპროტესტა,  მის მიმართ  რეპრესიები და ბულინგი დაიწყო. ქალი ამბობდა, რომ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ მის ჯარისკაც ქმარსაც. 

სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციამ 2 კვირის განმავლობაში საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დადოს შესაბამისი დასკვნა, რა გახდა პეტუაშვილის გათავისუფლების მიზეზი. 

არ ველოდი, რომ ჩემს სიმართლეს დავამტკიცებდი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობელი ვარ მოსამართლის და ყველა იმ ადამიანის, ვინც მედგა გვერდით. თან არ მყავდა ადვოკატი და ვიცავდი ჩემს თავს.  მინდოდა, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. გავიმარჯვე, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

ვილერი ხაბულიანი, დღემდე გადაკიდებულია ეს პიროვნება. მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიშნავენ უფრო მაღალ თანამდებობაზე, ამ ყველაფრის მიუხედავად.

ამ ყველაფრის მერე, რომ გავიმარჯვე, თუ შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა თავდაცვის ძალებიდან და ამ პიროვნებებს, ვინც უსაფუძვლო საყვედური დამიწერა, იცით თქვენ, რომ ჩემი ოჯახის, მიმართ იყო ზეწოლა და შეურაცხაობა. თუ შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება ამ პიროვნებების მიმართ, მე ბოლომდე დავამტკიცებ და ვიბრძოლებ ჩემი სიმართლისთვის“ - ამბობს ქალი. 

 

მსგავსი სიახლეები