ვაშინგტონის ფინანსური სანქციები ამოქმედდა - "ოცნება" აშშ-სგან 95 მილიონს ვეღარ მიიღებს
შტატებიდან დასანქცირებული საქართველოს ხელისუფლება - მთავრობის სხდომამ ისე ჩაიარა, რომ პრემიერს სიტყვა არ უთქვამს ვაშინგტონის მიერ დაბლოკილ 95 მილიონზე. ეკონომიკის მინისტრმა და პირველმა ვიცე პრემიერმა კი საერთო არ იცის, რა თანხა დაკარგა ქვეყანამ. არადა, ეს ფული საქართველოს მთავრობას სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად უნდა მიეღო. ვაშინგტონმა ფინანსური ბერკეტები მოქმედებაში მოიყვანა.
სამხედრო წვრთნების დაპაუზების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველი ფინანსური სანქცია მთავრობას დაუწესდა, და ეს მხოლოდ დასაწყისია. თეთრი სახლის პრესსპიკერმა დღეს კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ ვაშინგტონი სხვა საპასუხო მექანიზმებზე აქტიურად მუშაობს და ეს არის შეერთებული შტატების პასუხი ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ კურსზე და დეზინფორმაციის კამპანიაზე.
სანქცირებული მთავრობა - ინაცარციძის სპეციალური რეპორტაჟი
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.