დაუმორჩილებლობის პირველი დღე - რუსული კანონი ძალაშია, აგენტების რეესტრი ცარიელი
დაუმორჩილებლობის პირველი დღე - რუსული კანონი ძალაშია, თუმცა აგენტების რეესტრი ცარიელია. არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიულ კანონს პროტესტით პასუხობენ. დაანონსებული სადამსჯელო ზომების მიუხედავად სამოქალაქო სექტორი უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირებას არ აპირებს. დაუმორჩილებლებს ჯერ სოლიდური ფინანსური სანქციები ელოდებათ, რომელსაც ქონების დაყადაღება და იძულებითი რეგისტრაცია მოჰყვება.
რეპრესიები დაწყებულია და რუსული კანონით ხელისუფლებამ საკუთარ თავს უკონტროლო ძალაუფლება მიანიჭა. მესამე სექტორის განეიტრალებით ქართული ოცნება არჩევნებისთვის ველს ისუფთავებს. ახლა ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული, სადაც ერთდროულად სამი სარჩელის განხილვა უნდა დაიწყოს. მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნაა, სარჩელების განხილვამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს.
რუსული კანონი ძალაშია - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.