ოცნება უცხოეთში დამატებითი უბნების გახსნას არ თანხმდება
ხმის მიცემის უფლება ჩამორთმეული ემიგრაცია - "ქართული ოცნება" საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება ახლა ემიგრანტების ხმის ჩახშობას ცდილობს, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ.
სარჩელზე პლატფორმა emguide-თან ერთად მესამე სექტორიც მუშაობს. ოცნება უცხოეთში დამატებითი უბნების გახსნას არ თანხმდება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
ირკვევა, რომ ასი ათასობით ქართველი ემიგრანტიდან საკონსულო აღრიცხვაზე მხოლოდ 64 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. იტალიაში, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ემიგრანტი ცხოვრობს, ხმის მიცემის უფლება 1884 პირს აქვს.