რამ გამოიწვია "ევროპულ საქართველოში" ლიდერებს შორის ნდობის დაკარგვა - წერეთელი დაპირისპირების დეტალებზე

01.08.24 20:58
რამ გამოიწვია "ევროპულ საქართველოში" ლიდერებს შორის ნდობის დაკარგვა -  წერეთელი დაპირისპირების დეტალებზე

რამ გამოიწვია დაპირისპირება და პრობლემების გამწვავება „ევროპულ საქართველოში“? -   პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი პირველ განმარტებას „ტვ პირველის“ „დღის ამბებში“ აკეთებს და გიგა ბოკერიას გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს. 

მისი თქმით, საუბარი იმაზე, თითქოს, რაღაც პრინციპები დაირღვა და რამე არასწორად მოხდა, "ზედმეტია".

პრაიმერიზი აღმოჩნდა განხეთქილების ის მოვლენა, რომელმაც შესაძლოა გააღრმავა, პარტიაში არსებული უთანხმოებები“,- ამბობს წერეთელი „ტვ პირველის“ ეთერში.

პრაიმერიზის კენჭის ყრის წინა საღამოს, სიის პირველი ნომრის, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გავრცელება გზავნილის, მეორე სიის მხარდასაჭერად, იყო უცნაური, რომელმაც ნეგატიური ეფექტი გამოიწვია ლიდერებში, მხარდამჭერებში და რეგიონებში. გაჩნდა პოლიტიკური დაბნეულობა და ამან შექმნა დიდი უხერხულობა, რასაც მოჰყვა გარკვეული დაპირისპირება. თუმცა მანამდე იყო ასევე ამომრჩეველთა დარეგისტრირებაზე გაუგებრობა და შეიქმნა კონფლიქტი, კონკრეტულ საკითხზე, მაგალითად კონკრეტული ამომრჩეველი ყოფილიყო სიაში თუ არა. ამაზე შეიქმნა კონფლიქტი, გავიტანეთ პოლიტსაბჭოზე, სადაც მიღებული იქნა იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც არ მოეწონა თავმჯდომარეს და გადაწყდა ყრილობის დანიშვნა, რომელზეც გადაწყდებოდა ლიდერის და თავმჯდომარის, ასევე, ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც ამტკიცებს სიას. სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული კასკადი მოვლენების, იმიტომ რომ ყრილობა დემოკრატიული ამბავია პარტიაში. ამ საკითხზე იყო ყველაზე მეტი დაძაბულობა, რამაც გამოიწვია ნდობის დაკარგვა და ერთმანეთთან დაპირისპირება, საბოლოოდ კი დადგა ეს შედეგი, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ პატივს ვცემ“,- განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, პრაიმერიზის შედეგი დასრულდა მათი სიის გამარჯვებით, თუ ვინმეს ეს არ მოეწონა მათი საქმეა.

„თუმცა საუბარი იმაზე, რომ რაღაც პრინციპები დაირღვა და არასწორად მოხდა, არის ზედმეტი. მათ დაასაბუთეს თავიანთი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რაც მათ გააკეთეს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა და მიზეზად შიდა დაპირისპირება დაასახელა. მისი განცხადებით, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. გიგა ბოკერია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელსა და გენერალურ მდივან კაკო ბობოხიძის გვარები ახსენა და თქვა, რომ მათ არჩეული კურსიდან გადახვევა გადაწყვიტეს:

მსგავსი სიახლეები