ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი თავისუფალია - ის პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი თავისუფალია და ის პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს. ვადიმ კრასიკოვი პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა. გათავისუფლებულებს რუსეთის პრეზიდენტი ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა. პატიმრების გაცვლა ანკარაში, თურქეთის დაზვერვის სამსახურის მეთვალყურეობით შტატებს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთის და ნორვეგიას შორის წარიმართა.
გათავისუფებულებს შორის არის რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა მურზა და იაშინი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობისთვის პუტინმა ციხეში 9 წლით გამოკეტა.
ეს ბოლო პერიოდში დასავლეთსა და რუსეთს შორსის პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლის ოპერაციაა. პროცესს "დიპლომატიური გმირობა" უწოდა პრეზინტმა ბაიდენმა.