საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება
საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება. პროცესს მესამე პრეზიდენტი, სავარაუდოდ, დისტანციურად ჩაერთვება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა შესაძლოა, საქმის ხელახალი განხილვის დაწყების შუამდგომლობა დააყენონ, ვინაიდან საქმის განმხილველი მოსამართლე შეიცვალა.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.