"უნდა გვესმოდეს, რომ სანქციების რეჟიმი გაგრძელდება" - გრიგოლ გეგელია ევროკავშირის გაფრთხილებაზე

02.08.24 11:43
"უნდა გვესმოდეს, რომ სანქციების რეჟიმი გაგრძელდება" - გრიგოლ გეგელია ევროკავშირის გაფრთხილებაზე

უნდა გვესმოდეს, რომ სანქციების რეჟიმი გაგრძელდება და იქნება ყოვლისმომცველი, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია პიტერ სტანოს გაფრთხილებას. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დასავლეთსა და ევროკავშირში სულ უფრო ნაკლები მხარე ითანამშრომლებს, რადგან მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებას სუვერენულად აღარავინ აღიქვამს. 


ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანქციების რეჟიმი გაგრძელდება, სანქციები იქნება ყოვლისმომცველი და სამწუხაროდ, შეეხება არა მარტო „ქართული ოცნების“ კონკრეტულ წევრებს, ასევე მოიცავს, რომელიც უკვე დაიწყო კიდეც საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობების გადახედვას. რასაკვირველია, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა  მოიცავს იმასაც, რომ პრემიერ-მინისტრთან, მინისტრთა კაბინეტთან, საელჩოებთან და სხვა უწყებებთან სულ უფრო ნაკლები მხარე ითანამშრომლებს. ასქართველოს პრემიერს უკვე არ შეხვდა არცერთი ლიდერი არც სასახლეში და არც სხვ შეხვდერებზე მარტივი მიზეზის გამო, რომ რეალურად, ამ ხელისუფლებას არავინ აღარ აღიქვამს როგორც სუვერენულ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ნება  და ავტორიტეტი გააჩნია. ყველამ იცის, რომ კობახიძის ადმინისტრაცია არის რუსეთის მიერ ხელდასმული ადმინისტრაცია, რომელიც არის დროებითი ფენომენი, რომელსაც ქართველი ხალხი ძალიან მალე დაასრულებს, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
 

რუსული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა.

სტანომ საქართველოში ბოლო დროს გავითარებული მოვლენების გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია.

მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ოფიციალურ პირებთან - “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული”.

 

მსგავსი სიახლეები