"ძლიერი საქართველოს" გეგმა - კოალიციის წევრები ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს იწყებენ
"რეალური ალტერნატივა" - ძლიერი საქართველო" - მამუკა ხაზარაძემ, ანა დოლიძემ და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ საარჩევნო კამპანია და გადამწყვეტი არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. "ძლიერი საქართველოს" წევრები დღეიდან შეხვედრებს მთელს საქართველოში გამართავენ. პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები პოლიტიკურ ერთობაში ახლი სახეების
გაერთიანებაზე. დაანონსებულია, რომ კოალიცია გამსხვილდება, თუმცა ვინ უერთდება მათ, ჯერ საიდუმლოა.
„ლელო“ იმყოფება პოლიტიკური კონსულტაციების რეჟიმში მათ შორის პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო ჯგიუფებთან და მათ შორის, ინდივიადუალურ პოლიტიკურ აქტორებთან ან ადამიანებტან, რომლებიც არასდროს ყოფილან პოლიტიკური პროცესის მონაწილეები და ამას ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ სულ რამდენიმე დღეში. პირველი ერთობები, რომლებიც გააძლიერებს პლატფორმა „ძლიერ საქართველოს“ - ამბობს "ლელოს" გენმდივანი ირაკლი კუპრაძე.