ქობულეთში წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული სპორტსკოლის მშენებლობის პროექტი "ოცნებამ" გააჩერა - ბონდო თედორაძე

02.08.24 13:02
ქობულეთში წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული სპორტსკოლის მშენებლობის პროექტი "ოცნებამ" გააჩერა - ბონდო თედორაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ შეჩერებული სპორტსკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ოპოზიციის წევრის თქმით, 2013 წელს, წინა ხელისუფლებამ ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 3 მლნ გამოყო, თუმცა "ოცნების" მერის მოსვლის შემდეგ, აღნიშნული პროექტი შეჩერდა.

ბონდო თედორაძე ამის მიზეზად ხელისუფლების მავნელობას ასახელებს, რომელსც, მისი თქმით, წინა ხელისუფლების დაწყებული საქმეების გაგრძელება მიზანმიმართულად არ სურს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული. 

„2013 წელს, წინა ხელისუფლების დროს, როცა ვიყავით ადგილობრივ მმართველობაში გამოცხადდა ტენდერი ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყო 3 მლნ ლარი, როგორც კი დაინიშნა პირველი „ქართული ოცნების“ მერი, იმწუთასვე შეჩერდა აღნიშნული პროექტი ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული, ამის შემდებ არაერთგზის დაპირდნენ ქობულეთელებს, რომ ააშენებდნენ სხვა ტერიტორიაზე  კომპლექსურ სასპორტო სკოლას, თუმცა დღემდე ის არ აშენებულა. 

2023 წელს აჭარის მთავრობის ეგიდით თორნიკე რიჟვაძემ გამოაცხადა ტენდერი ქობულეთში სპორტული სკოლის მშენებლობისთვის, რომელიც არ შედგა და იმის შემდეგ ტენდერიც არ გამოცხადებულა და საერთოდ გაჩერდა აღნიშნული პროექტი და შესაბამისად, თორნიკე რიჟვაძეს წინასაარჩევნო დაპირებაც გადაეყარა წყალში. ამიტომ, კითხვით მივმართეთ ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს ლევენ ზოიძეს, რატომ მავნებლობენ შეგნებულად და მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტი რატომ გახდა მიზეზი, რომ ქობულეთელებისთვის, ქობულეთელი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის წაერთვათ კომპლექსური სკოლა, რომელიც დღემდე არ აშენებულა, მათ მხოლოდ ერთადერთი საქმე რაც გამოსდით ქობულეთში, ეს არის ქრთამი და კორუფციული გარიგებები, სხვა შემთხვევაში, მათი მოღვაწეობის დროს და რუსული ოცნების ხელისუფლების დროს ქობულეთში რაიმე მნიშვნელოვანი, რაც ადგილობრივ ახალგაზრდებს გამოადგებოდა, არაფერი არ გაუკეთებიათ, - განაცხადა ბონდო თედორაძემ.
 

მსგავსი სიახლეები