ვინ არიან ადამიანები, ვინც ივანიშვილის პარტიას წინასაარჩევნოდ ფულს ჩუქნიან - TI-ის საინფორმაციო ბიულეტენი
ყველაზე მდიდარი პარტია ისევ "ქართული ოცნებაა". წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულობები "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" დათვალა და დაადგინა, ვინ არიან ადმიანები, ვინც ოლიაგარქის პარტიას გუნდს ფულს ჩუქნიან. კვლევა აპრილიდან ივნისამე პერიოდს მოიცავს და დგინდება, რომ ამ პერიოდში მმართველი პარტიის ანგარიშზე 961 ათას ლარზე მეტი ჩაირიცხა.
დოკუემნტის თანახმად, შემომწირველების სიაში ძირითადად ისეთი კომპანიების მფლობელები არიან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯტიდან მილიონებს იღებენ. მათ შორის არის ბიზნესმენი სერგო ხაბულიანი - ყოფილი მილიონერი და მდუმარე დეპუტატი, რომელმაც მმართველ პარტიას ათასობით ლარი შესწირა, მაგრამ სანაცვლოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 79 მილიონი ლარი მიიღო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ყურადღების ცენტრში მოექცა ვოქტორ ჯაფარიძეც, რომელაც თანხა "ხალხის ძალას" შესწირა და თავად 138 ათასი ლარი პირდაპირი შესყიდვებით მიიღო.
არასამთავორბო ორგანიზაცია ფიქრობს, რომ საქმე სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს ეხება .
ტენდეცია გვაქვს ის, რაც გასული წლების განმავლობაში გვქონდა. არის შემთხვევები, როდესაც შემომწირველები ფლობენ კომპანიებს, ეს კომპანიები წლების განმავლობაშ ან ზუსტად შემოწირულობის პერიოდში იგებე სახელმწიფო ტენდერებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ სწირავენ მმართელ პარტიას. მეორე ტენდეცია, რაც გვაქვს, არის ის, რომ ნამდვილად „ქართული ოცნების“ შემომწირველების რაოდენობა მეტია, ვიდრე ოპოზიციური პარტიების. ასეთის ქემები ვითარდება ისეთ ქვეყნებში, სადაც კლასიკური კლეპტოკრატიებია, სადაც კონკრეტული ადამიანების წრე არსებობს, რომელიც მდიდრდება ანუ მდირდება სახელმწიფოს ხარჯზე,ხ ალხის ფულის ხარჯზე, - ამბობს „საერთაშორიოს გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.