რუსული კანონის გამო შეწყვეტილი უცხოური დაფინანსებები - ეკონომისტები საფრთხეებზე საუბრობენ

02.08.24 16:27
რუსული კანონის გამო შეწყვეტილი უცხოური დაფინანსებები - ეკონომისტები საფრთხეებზე საუბრობენ

რუსული კანონის გამო შეწყვეტილი უცხოური დაფინანსებები - ეკონომიკის ექპსერტები სააფრთხეებზე საუბრობენ. ოთარ აბესაძე პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული მკაფიო სიგნალია, რომ ქვეყანაში აღარც უცხოური მსხვილი და საშუალო ინვესტიციები აღარ შემოვა, რაც პირდაპირ კავშირშია ინფლაციასთან და პროდუქტებზე ფასების ზრდასთან. 

აშშ-მ და ევროკავშირმა ჯამში, 150 მლნ დოლარზე მეტი პირდაპირი წესით დახმარება შეუწყვიტა საქართველოს მთავრობას. ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი საერთაშორისო, საფინანსო ინსტიტუტებისთვის, საერთაშორისო საინვესტიციო პარტნიორებისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი, უბალოდ, შეაჩერებენ საქართველოში მსხვილი და საშუალო ტიპის ინვესტირებებს, ვინაიდან ქვეყანა, სადაც აღარ ოპერირებს ფინანსურად აშშ და ევროკავშირი, იწვევს გარკვეულ რისკებს. ეს ყოველივე საქართველოში გამოიწვევს ვალუტის შემოდინების შემცირებას, გამოიწვევს ინფლაციას და ფასების ზრდას, - ამბობს ოთარ აბესაძე. 

ამავე აზრს იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი გიგი ბედინეიშვილიც.  

ამას აქვს მეორადი სიგნალის გავლენა, იმიტომ რომ ასეთ რაღაცას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან პოტენციური თუ არსებული ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება პირდაპირი ინვესტიციები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ქორნიკული დეფიციტი სავაჭრო დეფიციტის სახით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, - ამბობს გიგი ბედინეიშვილი.

რუსული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა.

სტანომ საქართველოში ბოლო დროს გავითარებული მოვლენების გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია.

მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ოფიციალურ პირებთან - “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული”.