"როგორც გადახედავენ, ისე გადმოხედავენ" - მაჭარაშვილი ევროპული ფინანსების შესაძლო შეჩერებაზე
"როგორც გადახედავენ, ისე გადმოხედავენ", - ასე აფასებს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი პიტერ სტანოს განცახდებას, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. "ოცნების" დანაყოფის წევრი სტრატეგიულ პარტნიორებს ისევ თავს ესხმის და ისევ ამტკიცებს, რომ მათ საქართველოშ მეორე ფრონტის გახსნა სურთ.
განცხადებები როდესაც კეთდება თუნდაც რაღაც დაფინანსების შეჩერებაზე, იქვე კეთდება აქცენტები, რომ აუცილებლად ეს სამომავლოდ გაგრძელდება. ასე, რომ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ გადახედავენ რაღაცის დაფინანსებას, როგორც გადახედავენ, ისე გადმოხედავენ და აუცილებლად გააგრძელებნ 26 ოქტომბრის შემდგომ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი საბოლოს წერტილს დაუსვამს იმას, რომ საქართველოში ვინმეს ჰქონდეს ილუზია მეორე ფრონტთან დაკავშირებით, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
რუსული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა.
სტანომ საქართველოში ბოლო დროს გავითარებული მოვლენების გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია.
მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ოფიციალურ პირებთან - “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული”.