ოპოზიცია "ოცნებას" წინასაარჩევნოდ საჯარო დებატებში იწვევს
ოპოზოცია ივანიშვილის პარტიას გადამწყვეტი არჩვენების წინ პოლიტიკურ დებატებში იწვევს. სთავაზობენ ნებისმერ ფორმატს და ნებისმიერ ეთერს მსჯელობისთვის, თუმცა ხელისუფლება შეთავეზებას არ იღებს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილიც და ირაკლი კობახიძეც ძალიან შეშინებულია და ამიტომ დებატებში მონაწილეობას ვერ ბედავენ.
პირდაპირ რეჟიმში, ღია სატელვიზიო ეთერში დებატები უკვე მარავლი წელიწადია „ქართულ ოცნებას“ არ ჩაუტარებია, იმიტომ, რომ უბრალოდ, ეშინიათ, ვერ ბედავენ ამას, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, „ქართული ოცნების“ წარმოამდგენლებს, არჩევნები მოდის, 3 თვეზე ნაკლები დარჩა, გამობრძანდით და ეთერში დასხედით დებატებზე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ დემოკრატია, მაგრამ არაფერი გაქვთ სათქმელი და გეშინიათ, - ამბობს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.
პრემიერის დებატებში ჩართისკენ მოუწოდებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც.
დებატები არის დემოკრატიის და კულტურის ნაწილი. მეორე, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია, იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვს და თქვენი ეთერითაც, ირაკლი კობახიძეს ასე შევხედავ: მოდით დებატებში, პირდაპირ ასე, პირისპირ ვისაუბროთ ხალხის წინაშე და გავარკვიოთ ყველა ის პროცესი, რაც დღეს ქვეყანაში მიდის. ცალმხრივად ტყუილებს რომ ლაპარაკობთ, სახეში შემომხედე, თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს და ვიდებატოთ თიუ არ გეშინია, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
მმართელ პარტიასთან კითხვები გახარიას გუნდშიც აქვთ. ბექა ლილუაშილი პირდაპირ ამბობს, რომ საჯარო დებატებში მონაწილეობის მისაღებად ხელისუფლებას გამბედაობა არ ჰყოფნის.
ეს პატარა, მშიშარა ბიჭები ამ გამბედაობას საკუთარ თავში ვერ მოიკრებენ, იმიტომ, რომ გამოხვიდე შენი თბილი პარტიული ტელევიზიის სტიდიიდან და რეალურად დაჯდე საჯარო სივრცეში, სადაც წინასწარ შეთხნმებულ კითხვებს კი არ დაგისვამენ, არამედ იქნება საჯარო დებატები, ამას სჭირდება გამებდაობა. დაველოდოთ, სხვათა შორის, საინტეერსო იქნება, რა სსით წარდგება „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის წინაშე. ვინ იქნება მისი პრეზიდენტობის კანდიდატი, ვინ იქნება პირველი ნომერი, იქნებ შემდეგ მაინც მოიკრიბონ ეს გამბედაობა და შემდეგ მაინც დასხდნენ ოპონენტებთან დებატებში, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.