ვოლსკი ამტიკცებს, რომ ოპოზიციასთან საჯარო დებატებში მონაწილეობის აუცილებლობა არ არსებობს
სახელისუფლებო გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიციასთან საჯარო დებატებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობა არ არის, რადგან საზოგადოებისთვის ორივე მხარის პოზიცია ისედაც ნათელია.
"ოცნების" ლიდერის თქმით, არ შეიძლება დებატებში დაუჯდე ადამიანებს, რომლებიც, მაგალითად, სასამართლოს მიერ თაღლითებად არიან შერაცხულები.
ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ ჩვენი პოზიცია, ოპოზიციის დამოკიდებულებები საკითხებთან მიმართებაში და არ მგონია, გაუჭირდეს გაარჩიოს ვის უკეთესი მომავალი ესახება და ძალუძს, რომ საქართელოს შეუქმნას. მე მგონია, რომ ოპოზიციას ამ სახით, როგორითაც არიან, პირდაპირ დებატებში არ უნდა დაუჯდე. არ შეიძლება ესუაბრო ადამიანებს, რომლებიც, მაგალითად, სასამართლოს მიერ თაღლითებად არიან შერაცხული და ეს დამტკიცებულია არა მარტო სასამართლოს მიერ, არამედ სხვა რეალური ფაქტებიც საზოგადოებისთვის ცნობილია, - ამბობს ვოლსკი.
ოპოზოცია ივანიშვილის პარტიას გადამწყვეტი არჩვენების წინ პოლიტიკურ დებატებში იწვევს. სთავაზობენ ნებისმერ ფორმატს და ნებისმიერ ეთერს მსჯელობისთვის, თუმცა ხელისუფლება შეთავეზებას არ იღებს.