ვისი გვეშინია, ბოკუჩავასი თუ ლევან ხაბეიშვილის? - დავითულიანი ოპოზიციასთან დებატებზე
"ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ ოპოზიციასთან დებატებს აზრი აქვს, რადგან ცხადია, რომ ჭეშმარიტ შედეგამდე ვერ მივლენ. ამასთან, სახელისუფლებოს გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ოპონენტების არ ეშინიათ და მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ "სამყაროს სხვადასხვა თვალით უყურებენ".
ვისი გვეშინია, ბოკუჩავასი თუ ლევან ხაბეიშვილის? რომელთან დებატების გვეშინია? როდესაც საგანი კამათის და დებატის და შედეგი არავისთვის მნიშვნელოვანი არ არის და საერთოდ არ ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამსი, რაღაც ჭეშმარიტებამდე მივიდეთ და ჩვენ ეს უკვე გამოცდილი გავქვს, რომ ვერ მივალთ ჩვენ ერთამენთთან დებატის შედეგად რაღაც ჭეშმარიტებამდე, იმიტომ, რომ ამ სამყაროს სხვა და სხვა თვალით ვუყურებთ და თან არ ვიზიარებთ ერთმანეთს შეხედულებებს, აქედან ჩვენ შედეგებზე ვერ გავალთ, - ამბობს ბექა დავითულიანი.
ოპოზიცია ივანიშვილის პარტიას გადამწყვეტი არჩვენების წინ პოლიტიკურ დებატებში იწვევს. სთავაზობენ ნებისმერ ფორმატს და ნებისმიერ ეთერს მსჯელობისთვის, თუმცა ხელისუფლება შეთავეზებას არ იღებს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.