"ოცნებაში", ოფიციალური შემოწირულობების გარდა, შავი ფულიც მიედინება - ირაკლი ნადირაძე
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მაბობს, რომ "ქართული ოცნების" ყულაბაში წინსაარცევნოდ თეთრი ფულის გარდა, შავი ფულიც მიედინება, რომელიც ივანიშილს ხელისუფლებაში დასარჩენად სჭირდება.
ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ყველა ხერხს მიმართავს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველებლად გვევლინებიან ის ადამიანები და ის კომპანიები, რომლებიც ღებულობენ ბენეფიტებს სახელმწიფოსგან საბიუჯეტო თანხების სახით, ტენდერებიდან, ასევე ქონებებს, მიწებს, სხვა დასხვა პროექტებიდან თანხებს და გრანტებს და შემდგომ ეს ფული ხმარდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გაიმყაროს ხელისუფლება და კვლავ ხელისუფლებაში დარჩენა. ასე რომ, არ დაგვავიწდეს, რომ ამ თეთრი ფულის გარდა, ოფიციალური შემოწირულობის გარდა, დარწმუნებულები ვართ ალბათ ყველანი, რომ დიდი ოდენობით შავი ფული მიედინება „ქართულ ოცნებაში“, რომლითაც ხდება ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება და ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულობები "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" დათვალა და დაადგინა, ვინ არიან ადამიანები, ვინც ოლიაგარქის პარტიას გუნდს ფულს ჩუქნიან. კვლევა აპრილიდან ივნისამე პერიოდს მოიცავს და დგინდება, რომ ამ პერიოდში მმართველი პარტიის ანგარიშზე 961 ათას ლარზე მეტი ჩაირიცხა.
დოკუმენტის თანახმად, შემომწირველების სიაში, ძირითადად, ისეთი კომპანიების მფლობელები არიან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯტიდან მილიონებს იღებენ. მათ შორის არის ბიზნესმენი სერგო ხაბულიანი - ყოფილი მილიონერი და მდუმარე დეპუტატი, რომელმაც მმართველ პარტიას ათასობით ლარი შესწირა, მაგრამ სანაცვლოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 79 მილიონი ლარი მიიღო.