ივანიშვილმა კრემლის ანალოგი რუსული კანონი კრიტიკული მედიის გაჩუმების მიზნით მიიღო - ბოკუჩავა

02.08.24 18:17
ივანიშვილმა კრემლის ანალოგი რუსული კანონი კრიტიკული მედიის გაჩუმების მიზნით მიიღო - ბოკუჩავა

"საქართველოში ივანიშვილმა კრემლის ანალოგი რუსული კანონი მიიღო" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საუბრობს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მიზანი კრიტიკული მედიისა და მესამე სექტორის გაჩუმებაა.

თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს აირჩევს და საკუთარი გადაწყვეტილებით ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში ივანიშვილმა კრემლის ანალოგი რუსული კანონი მიიღო მათ შორის სწორედ იმ მიზნით, რომ გააჩეროს და გააჩუმოს კრიტიკული მედია სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად. მისი ეს მცდელობა არის ფუჭი, რადგან საქართველოში ვერასდროს იქნება წარმატებული მისი რუსიფიკაციის მცდელობა და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ ევროპულ მომავალს, თავისუფალ სიტყვას, თავისუფალი მედიის გადარჩენას და იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ განვითარების გაგრძელება", - ამბობს თინა ბოკუჩავა.