„ოცნება“ თავის საარჩევნო კამპანიას უკვე წლებია კორუფციის გზით აფინანსებს - ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" თავის საარჩვენო კამპანიას შავი ფულითაც აფინანსებდეს. ოპოზიციის წევრის თქმით, ამასტან არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელიც ამას გააკონტრილებს.
„ოცნება“ თავის საარჩევნო კამპანიას უკვე წლებია აფინანსებს კორუფციის გზით, როდესაც, მაგალითად, მრავალმილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ ან საეჭვო ვითარებაში იგებენ ხოლმე ის კომპანიები, რომლებიც ერთ დღესაც გაიღვიძებენ და მერე ამ ტენდერებიდან მიღებული ფულის მნიშვნელოვან ნაწილს გადაწყვეტენ, რომ „ქართულ ოცნებას“ შესწირონ, ნამდვილად არ არის გასაოცარი თუ სერიოზული შავი ფულის თემაც იტრიალებს მათ კამპანიაში და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, დღეს არ არსებობს არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ამ ექვემდებარება „ოცნებას“ , რომ შემოაწმოს ობიექტურად, ტრიალებს თუ არა იქ შავი ფული, - ამბოლბს ანა ნაცვლიშვილი.
წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულობები "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" დათვალა და დაადგინა, ვინ არიან ადამიანები, ვინც ოლიაგარქის პარტიას გუნდს ფულს ჩუქნიან. კვლევა აპრილიდან ივნისამე პერიოდს მოიცავს და დგინდება, რომ ამ პერიოდში მმართველი პარტიის ანგარიშზე 961 ათას ლარზე მეტი ჩაირიცხა.
დოკუმენტის თანახმად, შემომწირველების სიაში, ძირითადად, ისეთი კომპანიების მფლობელები არიან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯტიდან მილიონებს იღებენ. მათ შორის არის ბიზნესმენი სერგო ხაბულიანი - ყოფილი მილიონერი და მდუმარე დეპუტატი, რომელმაც მმართველ პარტიას ათასობით ლარი შესწირა, მაგრამ სანაცვლოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 79 მილიონი ლარი მიიღო.