ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ "ოცნების" პირობებში სატენდერო პოლიტიკა აბსოლუტურად გამჭვირვალეა

02.08.24 18:38
ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ "ოცნების" პირობებში სატენდერო პოლიტიკა აბსოლუტურად გამჭვირვალეა

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ "ოცნების" პირობებში სატენდერო პოლიტიკა აბსოლუტურად გამჭვირვალე და კანონიერია. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, ბიზნესი მოქმედი ხელისუფლების მადლიერია, რადგან ის, როგორც არასდროს, ხელშეუხებელია. 

სატენდერო პოლიტიკა არის ყველაზე უფრო გამჭვირვალე პოლიტიკა, ამიტომ როდესაც საუბარია რომელიმე კომპანია იმარჯვებს ამა თუ იმ ტენდერში, ეს არის კანონიერი, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი. ის პარტია, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ბიზნესის ინტერესებს, იცავს მის ინტერესებს და ხელშეუხებელია ბიზნესი საქართველოში ისე, როგორც არასდროს, რა თქმა უნდა, ეს განაპირობებს ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულობები "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" დათვალა და დაადგინა, ვინ არიან ადამიანები, ვინც ოლიაგარქის პარტიას გუნდს ფულს ჩუქნიან. კვლევა აპრილიდან ივნისამე პერიოდს მოიცავს და დგინდება, რომ ამ პერიოდში მმართველი პარტიის ანგარიშზე 961 ათას ლარზე მეტი ჩაირიცხა. 

დოკუმენტის თანახმად, შემომწირველების სიაში, ძირითადად, ისეთი კომპანიების მფლობელები არიან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯტიდან  მილიონებს  იღებენ. მათ შორის არის ბიზნესმენი სერგო ხაბულიანი - ყოფილი მილიონერი და მდუმარე დეპუტატი, რომელმაც მმართველ პარტიას ათასობით ლარი შესწირა, მაგრამ სანაცვლოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 79 მილიონი ლარი მიიღო.