თვალნათელი ხდება, რომ ხელისუფლების განზრახვა საქართველოს იზოლაციაში მოქცევაა - მანჯგალაძე
"აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებამ, 95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერების შესახებ, სულ უფრო თვალნათელი გახადა ხელისუფლების განზრახვა, იზოლაციაში მოაქციოს საქართველო" - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერის თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმს ქართველმა ხალხმა გამარჯვებით უნდა უპასუხოს.
ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე რწმუნდება, ხვდება რომ მეტი იზოლაცია ნიშნავს მეტ სიღარიბეს, მეტი სიღარიბე ნიშნავს უფრო მეტი ქართული ოჯახის მიერ საქართველოს დატოვებას, შესაბამისად, უფრო ნაკლები ბავშვის დაბადებას ქვეყანაში” - ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებამ, 95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერების შესახებ, სულ უფრო თვალნათელი გახადა ხელისუფლების განზრახვა იზოლაციაში მოაქციოს საქართველო.
ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე რწმუნდება, ხვდება რომ მეტი იზოლაცია ნიშნავს მეტ სიღარიბეს, მეტი სიღარიბე ნიშნავს უფრო მეტი ქართული ოჯახის მიერ საქართველოს დატოვებას, შესაბამისად, უფრო ნაკლები ბავშვის დაბადებას ქვეყანაში.
ხელისუფლების ამ ბოროტ ქმედებებზე პასუხი უნდა იყოს ერთიანი. 26 ოქტომბერს არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელიც მხოლოდ იზოლაციას და სიღარიბეს პირდება საქართველოს” - განაცხადა მანჯგალაძემ.