მორიგი სანქციების მოლოდინში - EU "ოცნებას" ფინანსური დახმარების შეჩერებას უანონსებს

02.08.24 20:07
მორიგი სანქციების მოლოდინში - EU "ოცნებას" ფინანსური დახმარების შეჩერებას უანონსებს

 

 

ევროპული სანქციის მოლოდინში - რუსული კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ევროკავშირის ლიდერებმა უკვე დაიწყეს მსჯელობა, "ქართულ ოცნებას" ფინანსური სარგებელი შეუჩერონ. სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევროს გაყინვის შემდეგ  განიხილება იმ მილიონების  შეჩერებაც, რომელსაც მთავრობა ყოველ წელს იღებდა.  ახალ სანქციებს ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან  ეთანხმება ყველა, უნგრეთის გარდა.

ევროკავშირი გაჩერებას არ აპირებს. "ოცნებასთან"  პოლიტიკური კონტაქტების გაწყვეტის შემდეგ, ლიდერები აქტიურად განიხილავენ ახალ-ახალ შეზღუდვებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე გზით უკანდ ახევა აიძულონ. ჯოზეფ ბორელის წამომადგენელმა  პირდაპირ თქვა, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევოინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია, რის გამოც "ოცნების" ხელისუფლებას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.