1 მლნ მხოლოდ 3 თვეში - რის სანაცვლოდ ივსება "ოცნების" ყულაბა?

02.08.24 20:17
1 მლნ მხოლოდ 3 თვეში - რის სანაცვლოდ ივსება "ოცნების" ყულაბა?

 

 

მდიდარი ხელისუფლების მდიდარი პარტია - მხოლოდ 3 თვეში "ქართული ოცნების" ანგარიშზე თითქმის მილიონი ჩაირიცხა. ვინ არის ის ხალხი, ვინც ოლიგარქის პარტიას გულუხვად ეხმარება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" იმ ბიზნესმენების და ყოფილი დეპუტატების სიას აქვეყნებს, ვინც წლიდან წლამდე "ქართული ოცნების" ყულაბას ავსებს. ეს კი ძირითადად ის ხალხია, რომელიც ჯერ ხელისუფლებისგან იღებს დიდ სარგებელს და შემდეგ ხარკს პარტიას უხდის.

მათ შორის არის სერგო ხაბულიანი. ის "ოცნების" ერთ-ერთი გულუხვი შემომწირველია. ხაბულიანმა წელს უკვე 79  მილიონის ტენდერები მიიღო.  შესაბამისად, რამდენიმე ათეული ათასის პარტიის ანგარიშზე შეტანა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ის ვინც ტენდერებს არ იგებს, სხვა სარგებელი აქვს. კომპანიას, რომელმაც "ოცნებას" 20 ათასი ჩაურიცხა, წიაღისეული მოპოვების ოდენობა 5-ჯერ გაუზარდეს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.