"ოცნება" ოპოზიციასთან წინასაარჩევნო დებატებზე უარს ამბობს - რისი ეშინია მმართველ პარტიას?

02.08.24 20:34
"ოცნება" ოპოზიციასთან წინასაარჩევნო დებატებზე უარს ამბობს - რისი ეშინია მმართველ პარტიას?

 

 

"ოცნება" ოპოზიციასთან წინასაარჩევნო დებატებზე უარს ამბობს და დებატებზე ოპონენტებთან დაჯდომას არ აპირებს. ოპოზიცია კი ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ტერიტორიაზე მზად არის, მმართველ გუნდთან დებატები გამართოს. ეს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში აპრობირებული ფორმატია, როცა ხალხმა წინასაარჩევნოდ უნდა გაიგოს, ვის რა ხედვა  აქვს. 

მაგრამ "ოცნებამ" წლებია ეს პოლიტიკური წესი გააუქმა.  მმართველი პარტიიდან ოპონენტებს პასუხად უარი უკვე გაუგზავნეს და თან უთხრეს, რომ მათთან დებატებს აზრი არ აქვს.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის რეჟიმს ეშინია, რადგან მოქალაქეებისთვის მათ სათქმელი არაფერი აქვთ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.