აშშ-მ და რუსეთმა პოლიტპატიმრები გაცვალეს - გაცვლილ ტყვეებს შორის ხანგოშვილის მკვლელიცაა
დიდი გაცვლა - რუსეთის ტყვეობიდან დახსნილი პოლიტპატიმრების გადაცემა ამერიკის პრეზიდენტმა დიპლომატიურ გმირობად შეაფასა. სულ ანკარაში 26 ტყვე გაცვალეს. ამერიკამ რუსული ციხეებიდან რამდენიმე ჟურნალისტი და პოლიტიკოსი დაიხსნა. მათ შორის ვლადიმერ კარა მურზა. ამის სანაცვლოდ კი რუსეთმა მძიმე დანაშაულში ბრალდებული საკუთარი მოქალაქეები დაიბრუნა.
გაცვლილ ტყვეებს შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლეობისთვის გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას რუსეთში პირადად პუტინი დახვდა. კრემლმმა კი დაადასტურა, რომ ის კრასიკოვი ეფ ეს ბეს აგენტია.
"ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება“ — ასე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებას.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.