მაშინ, როდესაც ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ეკონომიკის აშენებით, "ოცნება" ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით არის დაკავებული - ვაშაძე

02.08.24 21:00
მაშინ, როდესაც ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ეკონომიკის აშენებით, "ოცნება" ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით არის დაკავებული - ვაშაძე

"მაშინ, როდესაც ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ცოდნის, ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით" - ამის შესახებ პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე მეტ სიღარიბესა და საქართველოდან ქართველების წასვლას ნიშნავს.

95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერება არ არის მხოლოდ ფინანსური საკითხი, ამას აქვს პოლიტიკური განზომილება რაც ნეგატიურად აისახება ჩვენზე. 

მაშინ როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს, ცოდნის ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით რაც არათუ ახალი ინვესტოციის მოზიდვას უშლის ხელს, არამედ უკვე არსებლის გასვლას გამოიწვევს, ეს კი შეამცირებს სამუშაო ადგილებს, გამოიწვევს მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას საქართველოდან. 

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის თითოელი დღე ნიშნავს მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას საქართველოდან” - განაცხადა ვაშაძემ.