ყველა დარწმუნდა, რომ "ოცნება" არის ღიად დეკლარირებული პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი - მელია
პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია "დღის ამბების" ეთერში ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ""ოცნება" ღიად დეკლარირებული პრორუსული" პარტიაა.
კოალიცა "ერთიანობისთვის" ლიდერი იმასაც ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლებას გასამარჯვებლად საკმარისი რესურსი არ აქვს.
ყველამ გაიგო, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ "ქართული ოცნება" არის ღიად დეკლარირებული პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი. რამდენიმე პრობლემაა, ადამიანებს სჭირდებათ, თანამებრძოლი დაინახონ შენში. მეორე, სჭირდება კონკრეტული აღქმის გაჩენა და გულწრფელად უნდა დაგიჯეროს, რომ პირველ რიგში, შენ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ. თუ ვართ გულწრფელები ამას დავაჯერებთ. კი ბატონო, მეც გული მტკივა, რომ იცვლება კურსი და რუსეთისკენ მივდივართ, მაგრამ რაიმე შეიცვლება? დიახ, არის ასეთი ადამიანი, თან არც თუ ისე ცოტა.
2012 წლის შემდეგ ვერც ერთ პირველ ტურში "ქართული ოცნება" გამარჯვებას ოფიციალურად ვერ ზეიმობდა. მას სჭირდებოდა მეორე ტურები და მეორე ტურებში რესურსი გაცილებით დიდი ჰქონდა, რადგან პირველ ტურებში რასაც იმარჯვებდა, იქიდან მოხსნიდა ხალხს. მაგრამ ახლა არის ერთ-ტურიანი არჩევნები და ერთ-ტურიან არჩევნებში "ქართულ ოცნებას" რესურსი არ აქვს, რომ მოახვიოს თავს სამი ათასივე უბანს", - ამბობს ნიკა მელია.