რიმა ბერაძე 23-ე საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი რიმა ბერაძე ჩუღურეთში მდებარე ილ. ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გარცნო.
დეპუტატი ამის ამსახველ ფოტოს და ინფორმაციას facebook-ის პირად გვერდზე თავად ავრცელებს.
23-ე საჯარო სკოლის შენობა, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა.
საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი სკოლები, რომელთა არსებობა საუკუნეებს ითვლის.
შენობის ინფრასტრუქტურა სიძველის გამო, მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების სამინისტროს ხელშეწყობითა და ჩვენი აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს შენობის სრულყოფილი რეაბილიტაცია, სადაც შენარჩუნდება მისი ავთენტურობა და კიდევ მრავალი წელი ჩვენს ქვეყანას აღუზრდის შესანიშნავ თაობებს"- წერს დეპუტატი.