შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული - ფარულავა
"შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა! შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, ჩავარდნა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ როგორც ყველა მნიშვნელოვანი გამოძიება, ასევე შოვის ტრაგედიის გამოძიებაც ამ დრომდე არ დასრულებულა.
შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა!
2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.
შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, ჩავარდნა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული.
როგორც ყველა მნიშვნელოვანი გამოძიება, შოვის ტრაგედიის გამოძიებაც კვლავ მიმდინარეობს და ჯერაც არ დასრულებულა.
ნაციონალურ მოძრაობაში შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თავად ვხელმძღვანელობდი და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი მოცულობის დოკუმენტიც დავდეთ.
მინდა გამოვყო სამი ძირითადი მიმართულება:
- 1. შოვის განაშენიანების გეგმა და კორუფციული ინტერესები;
- 2. სუს-ის იუბილე და დაგვიანებული რეაგირება;
- 3. სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებში გაგზავნილ შეკითხვაზე მიღებული პასუხები.
მოკლედ:
2018 წელს, კურორტი შოვის განაშენიანების გეგმის მომზადებისას არსებობდა კალაძე-კობახიძის კლანის კონკრეტული კორუფციული ინტერესები, რის გამოც ბუბას ხეობა, როგორც საფრთხე ამოღებული იყო შეფასების დოკუმენტიდან, რაც არჩევნების შემდეგ, მიუკერძოებელი გამოძიების მთავარი მიმართულება იქნება.
ასევე, არსებობს დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობამ, 3 აგვისტოს, სუს-ის იუბილე აღნიშნა მცხეთაში, რესტორან მარანიჰოლში, სადაც იმყოფებოდა პრემიერი და ძალოვანი სისტემის ხელმძღვანელი პირები, რაც რეალურად გახდა სტიქიაზე დაგვიანებული რეაგირების მიზეზი.
ბოლოს მინდა გაგაცნოთ სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წერილობითი პასუხები, რომელიც რეალურად მატერიალური მტკიცებულებაა თავისუფალი გამოძიებისთვის, რათა გაირკვეს სიმართლე შოვის საქმეზე.“ -წერს ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში.






შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა - 2023 წელს, ონის მუნიციპალიტეტში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთს ამ დრომდე ეძებენ.
გასული წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.
ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს.
გადარჩენილები ამბობდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა.
29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.
შოვში დაღუპულები
- ზაზა მესხი;
- მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
- ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
- დავით ბერიაშვილი;
- სამირა ისაევა;
- გიორგი გოგინაშვილი;
- ქსენია ტრიჩევა;
- და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები;
- ნინო კენჭაძე;
- და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
- გენადი სულთანიშვილი;
- და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
- და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
- თემურ ჩარკვიანი;
- ნიკა ჩალაძე;
- სოფო ბაკურაძე;
- გვანცა ბუბაშვილი;
- სალომე ხეთაგური;
- დიტო ფირცხალავა;
- მარინა ხორბალაძე;
- ქეთევან ლობჟანიძე;
- მანანა ჯაჭვაძე;
- ლევან რაზმაძე;