დღეს ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი - ბოტკოველი

03.08.24 14:15
დღეს ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი - ბოტკოველი

"დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, მათ შორის, კახეთში და სწორედ ამისთვის 26 ოქტომბერს ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაფასდეს თითოეული ადამიანის შრომა" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა.

ენმ-ის ლიდერები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავის ბაზარში მოსახლეობას ხვდებიან და ერთიანი საქართველოს რუკებს არიგებენ.

რეალურად თუ გინდა ნახო როგორ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობა, ამ შემთხვევაში როგორ ცხოვრობენ თელაველები, აქ უნდა დაელაპარაკო ადამიანებს. იმ კაბინეტებიდან, რომელ კაბინეტებშიც ჩაიკეტა ხელისუფლება, „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლება, იქიდან, სადაც მილიონებს შოულობენ ამასთან ერთად და მდიდრდებიან ყოველდღიურად, იქიდან არ ჩანს ყველაფერი კარგად, მაგრამ მათ არც აქვთ სურვილი, რომ ადამიანების პრობლემებით დაინტერესდნენ. დღეს არის ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის კახეთში, მთელ საქართველოში და 26 ოქტომბერს სწორედ ამისთვის ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამო დაისადგუროს ისეთმა ცხოვრებამ, სადაც რეალურად მშრომელი ადამიანის შრომა იქნება დაფასებული.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ოპოზიციური ერთობა თელავშია - "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკოსები ამ წუთებში შეხვედრას თელავის ბაზარში იწყებენ.

ოპოზიცია მზად არის, მოისმინოს ხალხის პრობლემები, გაიზიაროს მათი რჩევები და რაც მთავარია, თითოეულ მათგანს აუხსნან, რამდენად მნიშვნელოვანია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.