"ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ ყველგან, სადაც არის ქართველი ამომრჩევლის ხმა" - კორძაია
"ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ ყველგან, სადაც არის ქართველი ამომრჩევლის ხმა" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ გააკეთა.
მისი თქმით, მოქალაქეებს ყველაზე მეტად ერთიანი საქართველოს რუკა მოსწონთ, რომელშიც საქართველო მთელი თავისი ტერიტორიებით შედის.
ჩვენ ასევე მონაწილეობას ვიღებთ დემოკრატიის ფესტივალში, სადაც ადამიანები გვაჩვენებენ თავიანთ მიღწევებს, ახალ პროდუქციას, რომელიც ევროპული დახმარებით შეიქმნა საქართველოში და ყველა იმედის თვალით გვიყურებს, რომ ეს ევროპული პერსპექტივა ჩვენ არ დაგვეკარგება. თელავში განსაკუთრებით პოპულარულები ვართ გიორგი ბოტკოველის დამსახურებით, რომელიც ძალიან უყვართ აქ.“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ოპოზიციური ერთობა თელავშია - "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკოსები ამ წუთებში შეხვედრას თელავის ბაზარში იწყებენ.
ოპოზიცია მზად არის, მოისმინოს ხალხის პრობლემები, გაიზიაროს მათი რჩევები და რაც მთავარია, თითოეულ მათგანს აუხსნან, რამდენად მნიშვნელოვანია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.