დარწმუნებული ვარ, რომ "ოცნებას" ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება 26 ოქტომბერს - ვაშაძე
"დარწმუნებული ვარ, რომ "ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ "ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, "ერთიანობის" წევრებმა თელავში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დღეს არის ფესტივალი თელავში, სადაც ჩვენ ვხვდებით ხალხს. ვესაუბრებით, რომ ეს არჩევნები არის წარსულსა და მომავალს შორის. ეს არჩევნები არის “ქართული ოცნების” ჭაობსა და ევროკავშირში გაწევრიანებას შორის. ეს არჩევნები არის დაპირისპირებასა, რომელსაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს და ერთიანობას შორის.
ძალიან მაგარი განწყობაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ “ ქართულ ოცნებას” ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება 26 ოქტომბერს და აიღებს იმის ნახევარზე უფრო ნაკლებს ვიდრო ფიქრობს, რომ აიღებს.
ეს განწყობაა ახლა თელავში, სადაც ყველაფერი შემოვიარეთ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციური ერთობა თელავშია - "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკოსები ამ წუთებში შეხვედრას თელავის ბაზარში იწყებენ.
ოპოზიცია მზად არის, მოისმინოს ხალხის პრობლემები, გაიზიაროს მათი რჩევები და რაც მთავარია, თითოეულ მათგანს აუხსნან, რამდენად მნიშვნელოვანია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.