ივანიშვილის ხელისუფლება რუსული კანონით ხელმძღვანელობს, ამიტომ „ოცნებისთვის“ ოპოზიციური ძალა საშიშროებას წარმოადგენს - ხაზარაძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თელავში, "დემოკრატიის ფესტივალზე" იმყოფება - "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი გასვლითი პროექტები და მოქალაქეებთან წინასაარჩევნო გეგმებზე საუბარი საჭიროა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება რუსული კანონით ხელმძღვანელობს, ამიტომ "ოცნებისთვის" ოპოზიციური ძალა საშიშროებას წარმოადგენს.
რაც უფრო მეტად ახლოს იქნება გაცნობილი სხვადასხვა პარტიების პროგრამები და ხედვები ჩვენი მოქალაქეებისადმი, იქნება ძალიან კარგი. რაც შეეხება "ქართული ოცნების" კომენტარს, ეს ის "ქართლი ოცნებაა", რომელიც ხელმძღვანელობს რუსული კანონით და შესაბამისად მათთვის ყველაფერი საშიშროებას წარმოადგენს, რომელიც არის გამჭვირვალობაზე, ნამდვილ გამჭვირვალობაზე და არა მოგონილ გამჭვირვალობაზე დაყრდნობილი, რაც არის დემოკრატიასთან კავშირში", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
თელავი დემოკრატიის ფესტივალს მასპინძლობს - კახეთის შუაგულში დღეს სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების შესახებ ბევრს ისაუბრებენ.
ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს ელოდებიან. ასევე დაგეგმილია ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნები და ხმების დაცვა იქნება.