კობახიძე: ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს იერიში "დემოკრატიის ფესტივალის" ორგანიზატორებზე მიაქვს და ამტკიცებს, რომ კახეთში სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების შესახებ საუბარი "გარკვეული ჩარევაა, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს".
რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერი ირწმუნება, რომ მიუხედავად გამართული ღონისძიებისა, "ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება".
აშკარად, ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება", - ამბობს კობახიძე.
თელავი დემოკრატიის ფესტივალს მასპინძლობს - კახეთის შუაგულში დღეს სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების შესახებ ბევრს ისაუბრებენ.
ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს ელოდებიან. ასევე დაგეგმილია ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნები და ხმების დაცვა იქნება.