თინა ბოკუჩავა: სასამართლოს გადაწყვეტილება ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "უკანონობას" და "უსამართლობას" უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული "ივანიშვილის პარანოიული შიშითაა ნაკარნახევი".
მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ მისი უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის ივანიშვილის უპირველესი ამოცანა.
გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი ოპონენტი და წინა საარჩევნოდ მისი ამ უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის მისი უპირველესი ამოცანა. როგორც ჩანს მას ასევე ეშინია იმ საერთაშორისო წნეხის, რომელიც არის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არ იყოს თეორიული შანსიც კი, რომ ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე, მისი მთავარი პოლიტიკური და ოპონენტი და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე იყოს თავისუფლებაზე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.