ქართველმა ხალხმა, კარგად იცის, რომ რუსეთი არის მტერი და ამ აზრს, ვერანაირი ფორუმი ვერ შეცვლის - თამარ კორძაია
"ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოება შეაგუოს, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მტერი - ასე აფასებს ,, ერთიანობის“ ლიდერი თამარ კორძაია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი ვერსიის გაფორმების მოთხოვნას.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა, კარგად იცის, რომ რუსეთი არის მტერი და ამ აზრს, ვერანაირი ფორუმი ვერ შეცვლის.
ძალიან მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის, რომ ‘’ქართული ოცნება’ ყველაფერს აკეთებს, რომ რუსული რბილი ძალის მეშვეობით, ჰიბრიდული ომის ფარგლებში შეაგუოს ქართული საზოგადოება იმას, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მტერი, მაგრამ ერთი რამ არის ცალსახაა. რუსეთი არის საქართველოს მტერი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული. როგორი ფორუმებიც, არ უნდა ჩაატარონ, რაც არ უნდა ისაუბრონ ამასთან მიმართებაში. რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო. ფიფია ჩაატარებს ამას თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული ნებისმიერი პირი. ერთი რამ ვიცით, რომ ქართველებს გვესმის, რომ რუსეთი არის მტერი- განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, პრორუსული ძალები გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი ვერსიის გაფორმებას ითხოვენ - პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თბილისში შეხვედრას მართავს და ოფიციალურ მოსკოვს სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის თხოვნით მიმართავს.