სააკაშვილის მიმართ გამოტანილი აბსურდული განაჩენი ცხადყოფს, როგორ ეშინია რეჟიმს მისი - იგორ ნარმანია
ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი კიდევ ერთხელ ცხადყოფს რეჟიმის შიშს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერი ივანიშვილის წინააღმდეგ და დაამარცხოს ის, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მმართველ გუნდი აგონიაშია, რადგან იცის, რომ პუტინის პატიმარ პრეზიდენტს შესწევს ძალა, ქართველი ხალხი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანოს.
„მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი აბსურდული განაჩენი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რეჟიმი აგონიაშია, რომ რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის ეკრანიდან ყურებისაც, მიხეილ სააკაშვილის ენერგეტიკის, რადგან მას შესწევს ძალა, გააერთიანოს ერი და მას შესწევს ძალა დაამარცხოს „რუსული ოცნება“, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი კიდევ ერთხელ ცხადყოფს რეჟიმის შიშს მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ციხეში მჯდომი პუტინის პატიმრის მიმართ, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერი ივანიშვილის და რუსული ოცნების წინააღმდეგ, შეუძლია დაამარცხოს ივანიშვილი და მისი ბანდა 26 ოქტომბერს და ქართველი ხალხი მიიყვანოს საბოლოო გამარჯვებამდე,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.